ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2024 წლის იანვარ-ივლისის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკებმა შვიდი თვე 1 814 589 044 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ზარალზე კი 17-დან 5 ბანკი გავიდა - „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა ბანკი საქართველო“, „ჰეშ ბანკი“ და „პეივ ბანკ ჯორჯია“.
ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წლის შვიდ თვეში ყველაზე დიდ მოგებაზე გავიდა - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში 682 891 345 ლარი; „საქართველოს ბანკის“ კი, 920 990 516 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა ბანკების 2024 წლის იანვარ-ივლისის მოგების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა.