შპს ავიატორმა Adjarabet-ის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო - რამდენით დაჯარიმდა ონლაინ-კაზინო

­საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლომ, 20 აგვისტოს, შპს „ავიატორის“ სარჩელი დააკმაყოფილა და კომპანიების, Adjarabet -სა და Spribe OÜ-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საქმე ეხება კომპანიების მიერ საავტორო უფლებების დარღვევას.

უმსხვილესმა ონლაინ-კაზინომ საქართველოში, Adjarabet-მა, რომელიც ბრიტანულ კომპანია Flutter Entertainment Plc-ის მფლობელობაშია, საავტორო და სასაქონლო ნიშნებზე არსებული უფლებები დაარღვია და სასამართლოს მხრიდან 330 მილიონი დოლარის ოდენობით დაჯარიმდა.

„კმაყოფილი ვართ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით ამ სარჩელზე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კლიენტის ინტელექტუალური საკუთრების არალიცენზირებული გამოყენებისგან დაცვას ნებისმიერ საერთაშორისო სათამაშო პლატფორმაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ, იურიდიული ფირმა „მიქაძე გეგეჭკორი თაქთაქიშვილის“ მმართველმა პარტნიორმა, რომელიც შპს „ავიატორს“ წარმოადგენს.

ცნობისათვის, „ავიატორის“ Adjarabet-ის წინააღმდეგ სარჩელი შემდეგში მდგომარეობდა: არ გამოეყენებინა სახელი Aviator და ასევე მოსარჩელის კუთვნილი ფოტო.

რაც შეეხება Spribe OÜ-ს, მის წინააღმდეგ სარჩელი კომპანიამ სასაქონლო ნიშნების ბათილად ცნობის მოთხოვნით შეიტანა.

ეკა დარჩიაშვილი