ანა დოლიძე - გურია, განვითარების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული მხარეა

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე კოალიციის სხვა წევრებთან ერთად საარჩევნო კამპანიას გურიაში განაგრძობს.

დოლიძე სოფელ აკეთში გამართულ დოღს დაესწრო, სადაც აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„დღეს, სოფელ აკეთში დოღი იმართება, ეს არის საქართველოსთვის და ქართველებისთვის ძირძველი საქმე. მისი აღორძინება და მოფრთხილება აუცილებელია. გურიაში მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვე, ყოველკვირა უნდა ტარდებოდეს, რადგან ეს რეგიონი არის ყველაზე დაჩაგრული, ყველაზე მიგდებული მხარე განვითარების მხრივ. დღევანდელი ღონისძიება კი მნიშვნელოვანია ადგილობრივი ტურიზმისთვის და ეკონომიკისთვის“, - აცხადებს ანა დოლიძე.