ნოდარ ხადური არ აკონკრეტებს, აუნაზღაურდებათ თუ არა სტიქიის დროს დაზარალებულებს დაუზღვეველი მანქანის საფასური

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს უნდა შევხედოთ კომპლექსურად და არა მხოლოდ რაიმე კონკრეტული მიმართულებით.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს კითხვის პასუხად განუცხადა, მოხდება თუ არა იმ მოქალაქეებისთვის ზარალის ანაზღაურება, რომელთაც სტიქიის შედეგად დაუზღვეველი მანქანები დაუზიანდათ. "ზოგადად, ზარალს უნდა შევხედოთ კომპლექსურად და არა მხოლოდ რამე კონკრეტული მიმართულებით, ჩვენ ვმუშაობთ, ვითვლით და ამავე დროს საუბარია იმაზე, თუ რისი შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.