უკრაინელმა მებაღემ მოიყვანა ბადრიჯანი, რომლის წონა თითქმის 2,5 კგ-ია

მებაღე ანატოლი პისკოვმა, უკრაინაში, პოლტავას რეგიონში მოიყვანა ბადრიჯანი, რომლის წონა 2,355 კგ-ია. ამის შესახებ EastFruit-ი AgroTimes-ზე დაყრდნობით იუწყება.

მებაღის თქმით, მისი ბადრიჯნის ნაყოფის გარშემოწერილობა 4 ინჩით (10,16 სმ) ნაკლებია, ვიდრე აიოვას მსოფლიო რეკორდსმენის. მსოფლიო რეკორდული ბადრიჯნის წონა ახლა 3 კგ 770 გ-ია.

გარდა ბადრიჯნისა, მამაკაცს თავის ნაკვეთზე თითქმის ყველაფერი მოჰყავს – კარტოფილი, წიწაკა, საზამთრო და სხვა ბოსტნეული.

„ყველაფერი რეალურია, ყველაფერი შესაძლებელია. პოლტავას რეგიონს აქვს უნიკალური ნიადაგები, სწორედ აქ შეიძლება განვითარდეს ორგანული ბოსტნეულის წარმოება. არა სამრეწველო, სადაც ყოველ სამ დღეში ერთხელ შეაქვთ გარკვეული რაოდენობის სასუქი, არამედ ბუნებრივი ნაყოფიერების გამოყენებით საკმაოდ კარგი მოსავლიანობისა და შესანიშნავი ხარისხის მისაღებად“, - ამბობს ანატოლი პისკოვი.

მებაღე განმარტავს, რომ სასუქი არ გამოუყენებია. სამომავლოდ ის სხვა ჰიბრიდული ბოსტნეულისა და კენკრის მოყვანას გეგმავს.

ნათია ზარიძე