გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგი 846 000 ბარელით შემცირდა და 425,18 მლნ ბარელი შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ყოველკვირეულ ანგარიშშია ნათქვამი.
ბენზინის მარაგი 2,2 მლნ ბარელით შემცირდა და 218,39 მლნ ბარელი შეადგინა.
კომერციული დისტილატების მარაგი 275 000 ბარელით გაიზარდა და 123,09 მლნ ბარელი შეადგინა.
ექსპერტები ნავთობის მარაგის 2,78 მილიონი ბარელით, ბენზინის მარაგის 2,15 მილიონი ბარელით და დისტილატის მარაგის 815 ათასი ბარელით შემცირებას ელოდნენ.