რომელი ნივთების წამოღება არ შეიძლება სასტუმროდან

ბევრ ადამიანს, როცა დასასვენებლად ან მივლინებაში მიდის, ხშირად უწევს სასტუმროს მომსახურებით სარგებლობა. მაგრამ ყველამ არ იცის მათში ცხოვრების ზოგადად მიღებული წესები.

უნდა აღინიშნოს, რომ არის გარკვეული ნივთები, რომელთა წამოღება შესაძლებელია, მაგრამ სხვა ნივთების აღების შემთხვევაში სტუმარს ჯარიმა ან ნივთის ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულება ეკისრება.

ნივთები, რომელთა სასტუმროს ნომრიდან წამოღება უპრობლემოდ შესაძლებელია: შამპუნი, თმის კონდენცინერი, შხაპის გელი, კბილის პასტა და თავის მოვლის საშუალებელი, ჩუსტები, ბლოკნოტი, კალამი, ნომერში სასიამოვნო ჟესტის სახით დახვედრებული შოკოლადი ან კამფეტები.

ნივთები, რომელთა წამოღება აკრძალულია: საწოლის თეთრეული, პირსახოცი, ხალათი, სასტუმროს საკვები, ვაზები, მცენარეები, ხალიჩები, ნახატები, ტექნიკა.

ამ ნივთების ნომრიდან წაღება არა მარტო არაკეთილსინდისიერ საქციელად ითვლება, არამედ ამას შეიძლება მოჰყვეს ფინანსური და ემოციური პრობლემები.

ნათია ზარიძე