ცხოვრების თანამედროვე რიტმი სულ უფრო დატვირთული ხდება. და რაც უფრო დაკავებულია თითოეული ჩვენგანი, მით უფრო რთულია სახლის საფუძვლიანად დასუფთავებისთვის საკმარისი დროის გამონახვა. კერხერის რობოტი მტვერსასრუტები სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა.
კერხერის რობოტი მტვერსასრუტები აერთიანებენ გერმანულ საინჟინრო ოსტატობას და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. მრავალფუნქციური მოდელები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, ეკომეგობრული მიდგომით და სხვადასხვა ზომისა და ტიპის საცხოვრებელი სივრცისთვისაა განკუთვნილი.
ამ მოწყობილობების მთავარი უპირატესობაა უმაღლესი ხარისხის წმენდა სხვადასხვა ზედაპირზე ავტომატურ რეჟიმში. LiDAR ნავიგაციისა და სპეციალური სენსორების წყალობით, რობოტები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან ოთახებში, თავს არიდებენ დაბრკოლებებს და ეფექტურად აქრობენ ჭუჭყს მთელს სახლში.
კერხერის რობოტი მტვერსასრუტები აღჭურვილია HEPA ფილტრაციის სისტემით, რაც უზრუნველყოფს წმენდისას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასაც, მცირე ნაწილაკებისა და ალერგენების გაქრობის ხარჯზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებსაც სენსიტიური სასუნთქი სისტემა აქვთ.
მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვა ჩანს მართვის სიმარტივეშიც. Kärcher Home Robots მობილური აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია რობოტის დისტანციური მართვა, წმენდის გრაფიკის შედგენა და პერსონალიზებული პარამეტრების დაყენება.
კერხერის რობოტები ადაპტირდება სხვადასხვა ტიპის ზედაპირისთვის. შეუძლიათ ეფექტურად გაწმინდონ როგორც ხალიჩები, ასევე პარკეტი და მეტლახი. მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს როგორც საბაზისო, ხელმისაწვდომი მოდელი, ისე უფრო “ჭკვიანი” წმენდისთვის მეტად ოპტიმიზირებული მოდელი. “ჭკვიან” RCV 5 მოდელს აქვს სველი წმენდის ფუნქციაც, რაც კიდევ უფრო ამარტივებს სახლის მოვლას.
კერხერის რობოტი მტვერსასრუტები დასუფთავების ახალი ერაა. მათი საშუალებით შესაძლებელია დროის დაზოგვასთან ერთად წმენდის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და პერსონალიზებული მართვა. გსურთ გაიმარტივოთ ყოველდღიური საოჯახო საქმეები და მეტი დრო დაუთმოთ თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებს? კერხერის რობოტი მტვერსასრუტი შესაძლოა თქვენთვის იდეალური გადაწყვეტილება იყოს. მოდელები ხელმისაწვდომია როგორც კერხერის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში, ასევე ავტორიზებულ სავაჭრო წერტილებში.
(R)