სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე კარგად დაკავშირებულ აეროპორტად აღიარეს, რომელზეც ამჟამად მსოფლიოს 309 მიმართულება გადის.
ამის შესახებ Cirium-ის ანგარიშში წერია, რასაც The Independent ავრცელებს.
კვლევა ასახავს, თუ რამდენ აეროპორტს აკავშირებდა ერთმაენთთან თითოეულ საავიაციო ჰაბი იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში.
მეორე, მესამე და მეოთხე ადგილს ევროპის სამი ძირითადი კონტინენტური ავიაჰაბი იკავებს, ხოლო წამყვან ათეულში მთლიანობაში ოთხი ევროპული აეროპორტი მოხვდა.
წლის პირველ ნახევარში მსოფლიოს საუკეთესოდ დაკავშირებული აეროპორტების ტოპ 10-ეული ასეთია: (მიმართულება)
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი 221 მიმართულებით მე-12 ადგილზეა და აშშ-ის დენვერისა (229) და საუდის არაბეთის ჯიდას (219) აეროპორტებს შორის მოხვდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ