5  მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 7,7 მილიონ ლარს მიიღებს

საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს შესაბამისი განკარგულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მუნიციპალიტეტი დახმარების მიზნით დამატებით 7,7 მილიონ ლარს მიიღებს.

აღნიშნული გაკნაკრგულებით ცვლილებები შევიდა მიმდინარე წლის 2 მაისს მიღებულ განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც ვანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები სახელმწიფოსგან ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებდნენ.

ახალი განკარგულებით კი სულ 7 მუნიციპალიტეტს ბიუჯეტიდან 8 700 000 ლარი გამოეყოფა:

ვანის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 500 000 ლარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 500 000 ლარი

ცაგერის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 3 00 000 ლარი

მესტიის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 6 000 000 ლარი

ხულოს მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 500 000 ლარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 500 000 ლარი

ჭიათურის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 400 000 ლარი

ნათია ზარიძე