საკურორტო ქალაქ ზერმატის (შვეიცარიის ალპები) ადმინისტრაცია ფიქრობს კურორტის მონახულების საფასურის შემოღებაზე ერთი დღით ჩასული ტურისტებისთვის. ამის შესახებ Tages Anzeiger იუწყება.
ზერმატის ხელისუფლება განიხილავს 12 შვეიცარიული ფრანკის ან 12,7 ევროს ოდენობის ტურისტული გადასახადის შემოღებას.
შესვლის საფასურის გადახდა მხოლოდ იმ ტურისტებს მოუწევთ, რომლებიც საკურორტო სასტუმროებსა და აპარტამენტებში არ დარჩებიან. მოსალოდნელია, რომ გადასახადი მობილური აპლიკაციის საშუალებით შეგროვდება.
ზერმატი არ არის პირველი ტურისტული კურორტი შვეიცარიაში, რომელიც მასობრივ ტურიზმს ებრძვის. ამგვარად, ლაუტერბრუნენის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება გეგმავს ავტომობილებით ჩასულ ტურისტებს 5-იდან 10 ფრანკამდე გადასახადი დააკისროს. მოგზაურებს, რომლებიც სასტუმროს ან ექსკურსიას დაჯავშნიან, ან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩავლენ, არაფრის გადახდა არ მოუწევთ.