ყაზახეთის სიდიდით მესამე საცალო Kaspi Bank-მა, რომელიც ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ ლომთაძის კუთვნილი ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის ნაწილია, განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაიცავს.
ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.
განცხადების თანახმად, Kaspi Bank შეაჩერებს და გააუქმებს თავისი პარტნიორების ოპერაციებს, თუ ისინი პირდაპირ ან ირიბად სანქციების ქვეშ იმყოფებიან.
ამასთან დაკავშირებით Kaspi Bank-მა ცვლილებები მომსახურების ხელშეკრულებაში შეიტანა, რომელიც მანამდე 2020 წლიდან არ შეცვლილა.
ცნობისთვის: 23 აგვისტოს აშშ-ის ხაზინამ კომპანია “ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრს” ბლოკირების სანქციები დაუწესა, რომელიც გადახდის რუსული სისტემა Zolotaya Korona-ს პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს. თუმცა შეზღუდვები თავად გადახდის სისტემას არ შეეხო.
ამის მიუხედავად, ყაზახურმა ბანკებმა, HalykBank-მა, RBK-მა, Freedom Bank-მა და Eurasian Bank-მა „ტექნიკური მიზეზების გამო“ Zolotaya Korona-ს გადახდის სისტემის მეშვეობით ფულადი გადარიცხვები შეაჩერეს. კიდევ ერთმა ყაზახურმა Citibank-მა უფრო მკაცრ ზომას მიმართა და თავისი კლიენტები გააფრთხილა, რომ რუბლის ანგარიშებთან მუშაობას წყვეტს. კერძოდ, კომპანიებმა ბანკში რუბლის ანგარიშები 24 სექტემბრამდე უნდა დახურონ. Citibank, ასევე, აპირებს ვალუტის რუბლებში კონვერტაცია შეწყვიტოს. ამის გარდა, ადგილობრივი ბანკი, “ცენტრკრედიტი” ოქტომბრიდან რუსეთში დოლარსა და ევროში გადარიცხვებს წყვეტს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ