233 არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მოგვმართა "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრში რეგისტრაციისთვის - სამინისტრო

233 არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მოგვმართა "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრში რეგისტრაციისთვის - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილმა თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ამ დროის მონაცემები. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ორგანიზაციებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ მიმართონ რეესტრს რეგისტრაციისთვის.

შეგახსენებთ, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი საქართველოში აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო. დღეს კი განახლდა განხილვები და სასამართლოში სარჩელების განხილვის პროცესში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობას უსმენენ.

თაია არდოტელი