თბილისის აეროპორტიდან თბილისი-სალონიკის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს კიდევ ერთი უცხოური ავიაკომპანია განახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, ბერძნული ავიაკომპანია Ellinair სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ბერძნული ავიაკომპანია პირველ რეისს თბილისი-სალონიკის მიმართულებით 30 ივნისიდან განახორციელებს.

პირდაპირი რეისები სალონიკიდან თბილისში კვირაში ერთხელ, სამშაბათობით, Avro-RJ85 ტიპის ავიახომალდით შესრულდება.

ბერძნული ავიაკომპანია Ellinair 2013 წელს დაარსდა და ამჟამად 30-მდე სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავს.