1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“, - განაცხადა მან.
პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა - სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი - რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ და უკრაინის გავლით ტრანზიტი უნდა შეწყვიტონ.
პოდოლიაკის განმარტებით, ეს ეხება გაზსაც და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ტრანზიტი შეწყდება, თუმცა თუ ევროპის ქვეყნებს ყაზახური ან აზერბაიჯანული გაზი დასჭირდებათ, მაშინ უკრაინა მზად არის მისი ტრანსპორტირებისთვის.