თურქული ბანკი Ziraat, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და ქვეყანაში აქტივების მიხედვით პირველ ადგილზეა, რუსულ რუბლებში ოპერაციებს აჩერებს.
ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ბანკის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
Ziraat-მა რუბლის ანგარიშების გახსნა ახსნა-განმარტების გარეშე შეწყვიტა და არსებული ანგარიშების მქონე კლიენტებს რუსული ვალუტის თურქულ ლირაში კონვერტირება შესთავაზა.
მანამდე ბანკში რუბლის ტრანზაქციები ხელმისაწვდომი იყო კლიენტებისთვის, რომლებიც ბინადრობის ნებართვას ან თურქეთში მუშაობის ან სწავლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობდნენ.
Ziraat-ის მსგავს პოლიტიკას თურქეთის სხვა სახელმწიფო ბანკებიც მიმათავენ. თურქული ბანკები რუსეთთან ლირაში ოპერაციებს წლის დასაწყისიდან მას შემდეგ ზღუდავენ, რაც აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა სანქციები გაამკაცრა და რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ასევე, სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან ოპერაციების მხარდაჭერისთვის მსოფლიოს საკრედიტო ინსტიტუტებს დოლარისგან გათიშვით დაემუქრა.
შედეგად, თურქულმა ბანკებმა რუსეთიდან გადახდების მასიური დაბლოკვა დაიწყეს, ხოლო რუსეთ-თურქული ვაჭრობა შემცირდა. კერძოდ, პირველი კვარტლის ბოლოს თურქეთის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 33,7%-ით დაეცა და, პრაქტიკულად, ომამდელ დონეს დაუბრუნდა, რაც თვეში 500-600 მლნ დოლარს შეადგენს.
2023 წელს რუსი იმპორტიორები ლირას თურქეთიდან საქონლის ღირებულების გადასახდელად იყენებდნენ, თუმცა ეს პრაქტიკა დასრულდა, რადგან თურქულ ბანკებს სასანქციო რეჟიმის დარღვევისთვის მეორადი სანქციების ეშინიათ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ