ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ 43 მილიარდ ევროს გადააჭარბა

ევროკავშირმა უკვე გაუწია უკრაინას 43 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„დღეს ჩვენმა სამხედრო მხარდაჭერამ 43-43,5 მილიარდს გადააჭარბა”, - აღნიშნა მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ბორელმა განმარტა, თუ სამოქალაქო სფეროში დახმარებაც იქნება გათვალისწინებული, საბოლოო მაჩვენებლები გაცილებით მაღალი, 100 მილიარდ ევროზე მეტი, იქნება .

მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინის დახმარების თავდაპირველი გეგმის 65%-ია მიღწეული.

ნათია ზარიძე