მიმდინარე კვირის პირველ სავაჭრო დღეს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, თუმცა მომდევნო დღეებში გამყარდა და კვირა დადებითი ტენდენციით დაასრულა.
26 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6977 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.21 თეთრით გაუფასურდა.
რაც შეეხება ევროს, მისმა კურსმა 3.0159 ლარი შეადგინა. მანამდე მოქმედი კურსი 3.0004 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი, მკვეთრად, 1,55 თეთრით გაუფასურდა.
27 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6990 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი 0,08 თეთრით გამყარდა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0134 ლარი გახდა. ლარი მასთან მიმართებით 0,25 თეთრით გამყარდა.
28 აგვისტოს ოფიციალური დასვენების დღეს, ეროვნული ბანკის მიერ ახალი კურსი არ დადგენილა.
29 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. ლარი დოლართან მიმართებით 0,7 თეთრით გამყარდა.
ევროს კურსმა 2.9865 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ლარი მკვეთრად - 2,69 თეთრით გამყარდა.
30 აგვისტოს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, ლარი 0,09 თეთრით გამყარდა და დოლარის კურსი 2.6911 ლარი გახდა.
1 ევროს ღირებულებამ კი 2.9809 ლარი შეადგინა, შესაბამისად, ლარი მასთან მიმართებით 0,56 თეთრით გამყარდა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში, ლარი დოლართან მიმართებით 0,66 თეთრით და ევროსთან მიმართებით 1,95 თეთრით გამყარდა.