ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა კოსმოსურ რბოლაში ფსონები გაზარდა. ის ეკიპაჟს, რომელსაც მილიარდერი ტურისტი ხელმძღვანელობს, ღრმა ორბიტაზე აგზავნის.nეს SpaceX-ის ინჟინერთან ერთად პირველი კოსმოსური ტური იქნება, რომლის მიზანიც უბრალო გასეირნებაა. Polaris Dawn-ის მისია დაგეგმილი იყო კოსმოსური ხომალდი Dragon-ით და Falcon 9-ის რაკეტით, მაგრამ ჰელიუმის გაჟონვის გამო გაშვება გადაიდო. რაკეტა Dragon (ანუ „დრაკონი“) არის SpaceX-ის მიერ შექმნილი ხომალდი. მან მისიის - Inspiration4 -ის ფარგლებში პირველი სამოქალაქო ფრენა ორბიტაზე უკვე განახორციელა.
Inspiration4-ს კაპიტანი და სპონსორი მილიარდერი ავიატორი ჯარედ ისააკმანი იყო. დაბრუნებისთანავე იგი შეპყრობილი გახდა უფრო მაღლა ფრენისა და კოსმოსში კიდევ ერთხელ წასვლის იდეით.
სამი წლის შემდეგ, ისააკმანი, რომლის ქონება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია, უფრო ახლოს არის თავის ოცნებასთან. მასთან ერთად იფრენენ SpaceX-ის წამყვანი ინჟინრები სარა გილისი და ანა მენონი. ეს გაფრენა იმით არის განსაკუთრებული, რომ აქამდე კოსმოსში გასვლა ითვლება პროფესიონალი კოსმონავტებისა და ასტრონავტების მიერ, ან ზედამხედველობით განხორციელებულა.
წარმატების შემთხვევაში, ილონ მასკის კომპანია კიდევ ერთ კოზირს მიიღებს - ის გახდება კოსმოსური ტურიზმის პირველი ლიდერი.
წყარო: bbc.com