ეროვნული სატყეო სააგენტო მართავს 1,738,282 ჰა სახელმწიფო ტყეს (ტყით დაფარულია 1,633,600 ჰა). შესაბამისად, სააგენტო ქვეყანაში ძირითადი ტყის მართვის ორგანოა და პასუხისმგებელია ტყითსარგებლობის, ტყისინვენტარიზაციის, აგრეთვე ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ქვეყნის 9 რეგიონში.
სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს მომზადდა ტყის აღდგენის პროექტები და განსახორციელებელ სამუშაოთა ტექნიკური დავალებები ტყის აღდგენის მომსახურების შეძენის უზრუნველსაყოფად ჯამში 2292,6 ჰა ფართობისთვის, 7 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი).
ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დაიგეგმა 495.2 ჰა (2024 წელს დაპროექტებული) ფართობზე:
იმერეთი -34.4 ჰა;
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 67.0 ჰა;
შიდა ქართლი - 38.2 ჰა;
ქვემო ქართლი - 93.2 ჰა;
სამცხე- ჯავახეთი - 252.4 ჰა;
კახეთი - 10 ჰა.
ასევე,დაგეგმილია მიმდინარე პროექტების ღონისძიებების განხორციელება 966,8 ჰა ფართობზე:
იმერეთში - 20 ჰექტარზე;
ქვემო ქართლში - 17.3 ჰექტარზე;
კახეთში - 252.5 ჰექტარზე;
გურიაში- 677.0 ჰექტარზე.
დაგეგმილია გასულ წლებში აღდგენა-გაშენების ფართობების მოვლა 830.6ჰა ფართობზე:
იმერეთი - 155.8 ჰა;
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 33.6 ჰა;
შიდა ქართლი - 24.213ჰა;
ქვემო ქართლი - 120.8 ჰა;
სამცხე-ჯავახეთი - 403.2 ჰა;
კახეთი - 93 ჰა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის განხორციელდა 9000 ცალი ფერომონის შესყიდვისათვის სატენდერო პაკეტის შემუშავება და ტენდერის გამოცხადება/ფერომონების შესყიდვა. დაგეგმილია წინა წლებში მავნებლების მიერ დაზიანებული ფართობების განმეორებითი მონიტორინგი.