გადარჩენისთვის ბრძოლა და სკანდალური სიყვარული - რა ღირს ფრიდა კალოს ტილოები დღეს
მექსიკელი ფერმწერი და მხატვარი ფრიდა კალო 1907 წელს მეხიკოში დაიბადა. მამამისი ფილერმო კალო გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი იყო, ფრიდას დედა კი ლამაზმანი მატილდა კალდერონი გახლდათ. 6 წლის ასაკში გოგონას პოლიომიელიტი განუვითარდა, რის გამოც ერთი ფეხის კიდური საგრძნობლად დაუთხელდა.
ფრიდა ამ ნაკლს წინდებითა და გრძელი კაბებით მალავდა.გამორჩეულ სტილთან ერთად - გადაბმული წარბები და შავი ულვაშები ფრიდას დანახვისას ყველასთვის თვალშისაცემი იყო. მოგვიანებით ეს ფრიდას საკულტო იმიჯი გახდა, რომელმაც მხატვარს ბევრ პირად ტრაგედიასთან ერთად, მილიონებიც მოუტანა. ფრიდას კარიერა ხატვით არ დაწყებულა, მედიცინაზე შეყვარებული კალო მომავალ პროფესიას ეუფლებოდა, როდესაც საშინელი ტრაგედია მოხდა. 18 წლის ასაკში, სწრაფად მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ფრიდა იჯდა, ტრამვაის დაეჯახა, ფრიდა მძიმედ დაშავდა, ავარიამ ხერხემალი, ნეკნები და კუდუსუნი დაუზიანა.
33 ოპერაციისა და 28-ჯერ გამოცვლილი კორსეტის შემდეგ, კალომ ცხოვრება მაინც განაგრძო. ინციდენტის შემდეგ, ფრიდამ მედიცინა მიატოვა და თავისი ცხოვრება ჰობის - მხატვრობას მიუძღვნა.
ცხოვრების თითქმის ნახევარი მან საწოლზე მიჯაჭვულმა გაატარა. სწორედ მაშინ დახატა ავტოპორტრეტების უმეტესი ნაწილი - ფრიდას 143 ტილოდან 55 ავტოპორტრეტია.
22 წლის ასაკში ფრიდამ მეხიკოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც თავის მომავალ მეუღლეს, მხატვარ დიეგო რივერას შეხვდა. დიეგო ფრიდაზე 20 წლით უფროსი იყო.დიეგოს კარგი იუმორის გრძნობა და საუბრის სასიამოვნო მანერა ჰქონდა, რაც ქალების მოხიბვლაში ეხმარებოდა, რივერა ამასთანავე საოცრად ეჭვიანი და მესაკუთრეც იყო.
კალოს ოჯახი რივერასა და მისი ქალიშვილის უერთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მათ შეუფერებელ წყვილად თვლიდნენ, თუმცა, წყვილი არავის უსმენდა.თუმცა დიეგო ძველ ჩვევებს არ ღალატობდა, ის სხვადასხვა ქალთან დადიოდა და მეტიც, დიეგოს ფრიდას უმცროს დასთან ჰქონდა ურთიერთობა. რივერამ კალოს რომანის შესახებ არ დაუმალა და ფრიდასთვის ეს სასტიკი დარტყმა აღმოჩნდა. ამ ამბიდან მალევე, ფრიდამ დასახიჩრებული ქალის პორტრეტი დახატა, რომლის ნატანჯი სხეული მის ტკივილს ზუსტად გადმოსცემდა.
1940 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მალევე, ერთ წელში ისინი კვლავ შერიგდნენ.
1952 წელს ფრიდს მუხლამდე ფეხი მოჰკვეთეს, 1953 წელს ფრიდამ თავის მშობლიურ მეხიკოში პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო, მალევე სახელი საფრანგეთშიც გაითქვა და სიცოცხლის ბოლოს მას, როგორც საუკეთესო მხატვარს, უამრავ ქვეყანაში იცნობდნენ. 1954 წელს 47 წლის ასაკში ფრიდა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.დღეს ფრიდა კალოს საკულტო მანუშევრები ჯამურად 80 მლნ დოლარზე მეტად ფასობს. აღსანიშნავია, რომ თავისი გამორჩეული და ემოციური ნამუშევრებით, კალომ წარუშლელი კვალი დატოვა ვიზუალური ხელოვნების სფეროში.მისი შედევრები დროსთან ერთად უფრო მეტად ფასობს.
2021 წელს მისი ერთ-ერთი ავტოპორტრეტი 34.9 მლნ დოლარად გაიყიდა. როდესაც, ჯერ კიდევ 2018 წელს აღნიშნული ტილო 9 მლნ დოლარად ფასობდა.
როგორც ცნობილია, მისი ტილოების ნაწილს კერძო კოლექციონერები ფლობენ. მთლიანობაში აუქციონზე მისი 100-ზე მეტი არტ-ნამუშევარი იქნა გაყიდული. თითოეული მათგანის ღორებულება რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს არ ჩამოუვარდებოდა.