ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოვიდა

საქართველოში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი 5.3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოვიდა 9.79 მილიონი დოლარის ღირებულების 4 356 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 9.3 მილიონი დოლარის 2 124 ტონა.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან არის წარმოდგენილი, ამ მონაცემების თანახმად კი ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველოში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

შარშან ერთი კილოგრამი ცოცხალი რქოსანი პირუტყვის საიმპორტო ფასი საშუალოდ 4.4 დოლარი იყო, წელს კი 2.2 დოლარი შეაგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ საიმპორტო ფასი განახევრდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან ხორციელდება. რუსეთის წილი იმპორტში 69%-ს შეადგენს. ამასთანავე, 2023 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, რუსეთიდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტო 358%-ით გაიზარდა. თუ გასულ წელს 1.47 მილიონი დოლარის 709 ტონა პროდუქციაა იმპორტირებული, წელს 6.76 მილიონ დოლარამდე (3 716 ტონა) გაიზარდა.

ქვეყნები კი, საიდანაც 2024 წლის იანვარ-ივლისში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი განხორციელდა, ასე გამოყურება:

  • რუსეთი - 6.76 მილიონი დოლარის 3 716 ტონა;
  • ლატვია - 1.06 მილიონი დოლარის 199 ტონა;
  • ესტონეთი - 995 ათასი დოლარის 234 ტონა;
  • რუმინეთი - 416 ათასი დოლარის 74 ტონა;
  • ჩეხეთი - 327 ათასი დოლარის 81 ტონა;
  • ლიეტუვა - 148 ათასი დოლარის 35 ტონა;
  • ნიდერლანდები - 86 ათასი დოლარის 16 ტონა.
მერი ტაბატაძე