2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში პომიდვრის იმპორტი 50%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის შვიდ თვეში 8.06 მილიონ დოლარზე მეტის პომიდორი შემოვიდა, წელს იმავე პერიოდში კი 12.1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების.
გასულ წელს ქვეყანას 1 კგ-ის იმპორტი საშუალოდ 42 ცენტი უჯდებოდა, წელს კი საიმპორტო ფასი 60 ცენტამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პომიდვრის იმპორტი 43%-ით გაუძვირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს იმპორტირებული პომიდვრის უდიდესი ნაწილი თურქეთიდან შემოვიდა. უფრო კონკრეტულად, თურქეთის წილი პომიდვრის იმპორტში 99%-ს აჭარბებდა. უფრო კონკრეტულად, ქვეყნები, საიდანაც პომიდვრის იმპორტი განხორციელდა ასე გამოიუყურება: