ამბიციურმა, საზრიანმა და ინტელექტუალმა - თუმცა საოცრად ღარიბმა შოტლანდიელმა ბიჭმა, ენდრიუ კარნეგიმ მშობლიური შოტლანდია 12 წლის ასაკში დატოვა და ამერიკაში გადავიდა.
თავდაპირველად მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ საკვების მოპოვება და თავის გატანა იყო. ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ემიგრაცია სათავეს მის ცხოვრებაში რაღაც უფრო მასშტაბურსა და დიდს დაუდებდა.
წლების შემდეგ, სამუშაოს მაძიებელი კარნეგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდება და მისი ეპოქის ზოგიერთი სხვა ბიზნესმაგნატებისგან განსხვავებით, კარნეგი ისეთივე გულუხვი იქნება სხვების მიმართ, როგორც მისი მთავარი გადაწყვეტილება - გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონების დათმობის შესახებ.
ენდრიუ კარნეგი 1835 წლის 25 ნოემბერს მოკრძალებულ ორსართულიან კოტეჯში, შოტლანდიაში დაიბადა. მისი მამა ხელოსანი, ხოლო დედა მკერავი იყო. ენდრიუ სამი დაძ-ძმიდან ყველაზე უფროსი იყო.
კარნეგები იზიარებდნენ ვიწრო კოტეჯის პირველ სართულს სხვა ოჯახთან ერთად და მხოლოდ ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. თავდაპირველად ოჯახის უფროსი - ენდრიუს მამა ფინანსებს არ უჩიოდა. ოჯახს შეეძლო შვილებისთვის საკვები და განათლება მიეცათ. თუმცა, 1840-იანი წლების დასაწყისში კარნეგის ოჯახი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
გაჭირვებასთან საბრძოლველა კარნეგის დედა საკონდიტრო ნაწარმს აცხობდა და ყიდდა. დედას ენდრიუ ეხმარებოდა. ცხობასთან ერთად, მან ფეხსაცმლის კერვა დაიწყო და საბოლოოდ ოჯახის მთავარი მარჩენალი გახდა.
ახალგაზრდა მეწარმე
ენდრიუ კარნეგის სამეწარმეო უნარები ადრეული ასაკიდანვე გამოიკვეთა. მაგალითად, ის კურდღლებსა და მტრედებს ამრავლდებდა და ყიდდა. 10 წლის ასაკში დედის სასურსათო მაღაზიის ანგარიშებსაც აწარმოებდა და გვერდით მარცვლეულობას ყიდდა.
მიუხედავად იმისა, რომ მან სკოლაში მხოლოდ რამდენიმე წელი იარა, მომავალ მაგნატს კარგად ესმოდა მათემატიკა და იცოდა ანგარიში. ბიძამ კი წიგნების სიყვარული ასწავლა.
“1840-იან წლებში მისი ოჯახი ხშირად, შიმშილის დასავიწყებლად ადრე იძინებდა,“ - წერს ერთ-ერთი გამოცემა. სწორედ ეს გახდა ოჯხის ემიგრაციში წასვლის მიზეზი.
1847-1848 წლების ზამთარში წყვილმა გაყიდა თავისი ნივთები, ისესხეს ფული და შვილებთან ერთად ამერიკაში გადასახლდნენ. ნიუ-იორკამდე მისასვლელად მათ 50 დღე დასჭირდათ.
პირველი სამსახური
ბევრი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამერიკაში შიმშილისგან თავის დახსნა ისევ ენდრიუს დედამ მოახერხა - ის კარდაკარ დადიოდა და მის შეკერილ ფეხსაცმლებს ყიდდა. ასე, კვირაში დაახლოებით 4 დოლარის გამომუშავება შეეძლო.
მალე პატარა ენდრიუ შოტლანდიელის საკუთრებაში არსებულ Anchor Cotton Mills-ში მუშაობა დაიწყო. დღეში 122 საათი, კვირაში ექვსი დღე მუშაობდა. ანაზღაურების სახით კი ყოველ კვირას 1,20 დოლარს უხდიდნენ.
ამასობაში მამამ ოჯახი მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.
საბედნიეროდ, ახალგაზრდა კარნეგიმ მიიპყრო შოტლანდიელი ბობინების მწარმოებლის ჯონ ჰეის ყურადღება, რომელმაც იგი ორთქლის ძრავის მოსავლელად დაიქირავა. მოზარდს ხელფასი გაუზარდა და ახლა კვირაში 2 დოლარს უხდიდა.
მაგრამ სამუშაო ისეთი მძიმე იყო, რომ კარნეგიმ მოგვიანებით აღიარა - ის ხშირად სიკვდილს ნატრობდა.
ერთი წლის შემდეგ, მოზარდა ახალი სამუშაო იშოვა - ის იყო “მესინჯერ ბიჭი“ ო'რეილის ტელეგრაფის კომპანიაში. კვირაში 2,50 დოლარის გამომუშავების გარდა, მან იქ ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნო და საჭირო კონტაქტები დაამყარა.
კარნეგი გახდა ერთ-ერთი პირველი ადამიანი ამერიკაში, რომელსაც შეეძლო ტელეგრაფის შეტყობინებების გაშიფვრა ყურით და 1851 წლის ივნისში დაწინაურდა ოპერატორის შემცვლელად. ის კვირაში 4 დოლარს შოულობდა.
მთავარი მარჩენალი
1852 წელს კარნეგი გახდა ოპერატორის ასისტენტი, რომელიც კვირაში 5,77 დოლარს გამოიმუშავებდა. ამან ის 16 წლის ასაკში ოჯახის მთავარ მარჩენალად აქცია. იმ დროისთვის კარნეგი ცნობილი იყო პიტსბურგის ბევრ გამოჩენილ ფიგურას შორის.
მალე მან მოიპოვა პირველი წარმატება და პენსილვანიის სარკინიგზო კომპანიის ახალი გენერალური ზედამხედველის კერძო მდივანი გახდა.
კარნეგიმ პენსილვანიის სარკინიგზო კომპანიაში მუშაობა 1853 წლის 1-ელ თებერვალს, 17 წლის ასაკში დაიწყო. კვირაში 8,08 დოლარს გამოიმუშავებდა.
კარნეგიმ დაამტკიცა, რომ იყო თანამშრომელი, რომელიც აღაფრთოვანებდა თავის უფროსს თავისი უნარებითა და გამჭრიახობით. სკოტმა, თავის მხრივ, ბევრი რამ გააკეთა თავისი პროტეჟის აღსაზრდელად. ფაქტობრივად, სკოტმა წამოიწყო კარნეგის პირველი ინვესტიცია, როდესაც მან მიაწოდა ინფორმაცია მომავალი გაყიდვის შესახებ.
1856 წელს კარნეგიმ დაარწმუნა დედა საკუთარი საცხოვრებელი იპოთეკით დაეტვირთად და “ადამს ექსპრესის“ საინვესტიციო კომპანიის 10 აქცია 500 დოლარად შეიძინა.
გარდა ამისა, 1858 წელს კარნეგიმ 1,250 დოლარი ისესხა და ამით ერთ-ერთი განვითარებადი მანქანების მწარმოებელ კომპანიის წილი იყიდა. ინვესტიციებმა გაამართლა.
1859 წელს სკოტმა, რომელიც პენსილვანიის რკინიგზის კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გახდა, კარნეგის შესთავაზა დასავლეთის სამმართველოს ზედამხედველის თანამდებობა. ენდრიუმ დათანხმდა და მიიღო წლიური ხელფასი 1,500 აშშ დოლარის ოდენობით. მან თავისი 16 წლის ძმა თომას პირად ასისტენტად დაიქირავა.
1865 წლის აპრილში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, კარნეგიმ სამსახური დატოვა და ინვესტორის კარიერა განავითარა. იმ დროისთვის ის დედასთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
1868 წელს, ქალაქის მოდურ სასტუმრო „სენტ ნიკოლოზში“ ყოფნისას, მან პირობა დადო, რომ ჭარბ სიმდიდრეს ღირსეულ საქმეებს მოახმარდა.
30-იანი წლების დასაწყისში კარნეგი ინვესტიციას ახორციელებდა ყველაფერში, რკინიგზისა და რკინის ქარხნისგან დაწყებული ორთქლის ნავებისა და ნავთობის ჭაბურღილების ჩათვლით. სხვადასხვა ბიზნეს წამოწყებებს მისთვის წელიწადში დაახლოებით 50,000 დოლარის მოგება მოჰქონდა.
ამის მიუხედავად, მან გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა რკინის ინდუსტრიაზე. ჩამოაყალიბა რკინის ქარხნების სერია, რომლებმაც უზარმაზარი თანხები გამოიმუშავეს რკინიგზის, ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ლითონის მიწოდებით.
ცოტა ხანში კი ფოლადის სარკინიგზო ბიზნესი Carnegie, McCandless & Company ჩამოაყალიბა. 1878 წლისთვის კარნეგის ფირმა 1,25 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.
ტრაგედია დატრიალდა 1886 წელს, როდესაც კარნეგის დედა, მარგარეტი და ძმა, თომასი გარდაიცვალნენ.
მომდევნო წელს, მაგნატმა, ლუიზა უიტფილდზე იქორწინა.
1889 წლისთვის ამერიკაში ფოლადის წარმოებამ გადააჭარბა გაერთიანებულ სამეფოს წარმოებას და კარნეგი გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ქვეყანაში.
მოგვიანებით, იმავე წელს, ფილანტროპმა დაწერა „სამდიდრის სახარება“, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მდიდრებმა თავიანთი ფულის უმეტესი ნაწილი საზოგადოების სასიკეთოდ უნდა გასცენ.
კომპანიების გაყიდვის შემდეგ კარნეგიმ დატოვა ბიზნესი და თავისი უზარმაზარი ქონება მთლიანად ქველმოქმედებას დაუთმო.
მთლიანობაში, მან მთელს მსოფლიოში 2509 ბიბლიოთეკა და მრავალი ინსტიტუტი დააფინანსა. მათ შორის პიტსბურგის კარნეგის მუზეუმები, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი, კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისთვის და კარნეგის ფონდი სწავლის წინსვლისთვის.
2022 წლის მარტში, კარნეგის გარდაცვალებიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, “კარნეგის ფონდმა“ გამოაცხადა, რომ ის 1 მილიონ დოლარს სწირავდა საერთაშორისო სამაშველო კომიტეტს უკრაინელების მხარდასაჭერად.
ენდრიუ კარნეგი 1919 წლის აგვისტოში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ მან დარჩენილი 135 მილიონი დოლარი, რაც ამ ეტაპზე 2,4 მილიარდ დოლარს უდრის, დღეს, ნიუ-იორკის “კარნეგის კორპორაციას“ ეკუთვნის.
წყარო: lovemoney.com