2024 წლის ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 1.1%-ით შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, წელს ივლისში საქართველოში 1 525 გვტ/სთ ელექტროენერგია გამომუშავდა.
ამავე კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 13.6%-ით არის ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, ივლისში მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 1 252 გვტ/სთ შეადგინა.
„საცალო სექტორის მოხმარების წლიურმა ზრდამ 12.9% შეადგინა, ხოლო მომხმარებლების შემთხვევაში ზრდა 21.8 %-ია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ამასთანავე, 2024 წლის ივლისში წლიურად 4.3%-ით არის გაზრდილი ოკუპირებული აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა.