გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოში პროგნოზირებულია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო დღისით უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოსთვის ასეთია: დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +32, +37°; მთაში ღამით +13,+18°, დღისით +30, +35°; მაღალმთაში ღამით +9,+14°, დღისით +26, +31°.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კი ასეთი იქნება: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +11, +16°,დღისით +28, +33°; მაღალმთაში ღამით +7,+12°, დღისით +18, +23°, ზოგან +29°-მდე.