Numbeo 96 ქვეყნის მარკეტებში 1 ლიტრი ბოთლის ღვინის საშუალო ფასები გამოიკვლია. კვლევის მიხედვით, სინგაპურში 1 ლიტრი ბოთლის ღვინო ყველაზე ძვირია, ხოლო ყველაზე იაფი ირანშია.
ამავე რეიტინგში საქართველომ 69 ადგილი დაიკავა. უფრო კონკრეტულად, მარკეტებში 1 ლიტრი ღვინის საშუალო ფასმა 6.68 დოლარი შეადგინა. რეგიონში საქართველოზე ძვირია ღვინო სომხეთში (10.39 დოლარი), თურქეთში (8.84 დოლარი), აზერბაიჯანში (8.29 დოლარი). რუსეთში კი ღვინის საშუალო ფასი 5.47 დოლარით განისაზღვრა.
Numbeo-ს თანახმად, 10 ქვეყანა, სადაც ღვინო ყველაზე ძვირი ღირს ასე გამოყურება:
- სინგაპური - 23.84 დოლარი;
- იორდანია - 21.17 დოლარი;
- ინდონეზია - 19.48 დოლარი;
- ომანი - 18.18 დოლარი;
- სამხრეთ კორეა - 18.11 დოლარი;
- ტაილანდი - 17.71 დოლარი;
- მალაიზია - 16 დოლარი;
- ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 15.39 დოლარი;
- აშშ - 15 დოლარი;
- ფინეთი - 14.55 დოლარი.
იმ ქვეყნების ათეული, სადაც ღვინო შედარებით ყველაზე იაფია, ასეთია:
- ირანი - 80 ცენტი;
- ლიბია - 1.08 დოლარი;
- პაკისტანი - 1.79 დოლარი;
- ქუვეითი 3.28 დოლარი;
- საუდის არაბეთი - 3.46 დოლარი;
- არგენტინა - 4 დოლარი;
- უკრაინა - 4.38 დოლარი;
- სამხრეთ აფრიკა - 4.71 დოლარი;
- უზბეკეთი - 5 დოლარი;
- უნგრეთი 5.06 დოლარი.