NBA-ს ვარსკვლავი მაიკლ ჯორდანი ექსკლუზიური კლუბებისთვის გამორჩეული სახეა.
2019 წელს Chicago Bulls-ის გამორჩეულმა მოთამაშემ ფლორიდაში კიდევ ერთი ექსკლუზიური გოლფის კლუბი Grove XXIII გახსნა, სადაც მოხვედრა მკაცრად შეზღუდულია.
ცნობილია, რომ ჯორდანი გოლფის გამორჩეული მოყვარულია. მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის, 2014 წელს, Shadow Creek-ში.
უშუალოდ, აღნიშნული კლუბი, დააპროექტა და ააშენა ცნობილმა არქიტექტორმა ბობი ვეიდმა.
18-ხვრელიანი გოლფის მოედანი მორგებულია ჯორდანის მოთხოვნებს.
მშენებლობის დროს გათვალისწინებული იყო მისი თამაშის სტილი - სწრაფი და მტკიცე.
15000 კვადრატული ფუტზე გაშენებული კლუბი შეგდება გასახდელების, დასასვენებელი ადგილების, სასადილო და სამზარეულო ადგილებისა და მაღაზიიისგანაც კი.
შენობის ფორმა რკალისებურია და მასში მფლობელის სახასიათო შრტიხებია შეტანილი.
“არ მინდა მას ციხე-სიმაგრე ვუწოდო, რადგან ეს ცოტა შეფერხებულია. მაგრამ ეს ძალიან უსაფრთხოა და თუ თქვენ ხართ MJ ან მისი მეგობარი, იცოდეთ, რომ გექნებათ სრული კონფიდენციალურობა“, - განუცხადა CNN-ს დიზაინმა იგორ რეისმა.
წყარო: cnn.com