EastFruit-ის ანალიტიკოსებმა მსოფლიოში ხილის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი განაახლეს და ხუთწლიან პერიოდში, 2019-2023 წლებში, ამ ქვეყნების სავაჭრო ტენდენციები შეაფასეს. რეიტინგი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
პირველი მოულოდნელობა - ჩინეთის უმსხვილესი ლიდერი იმპორტიორების სამეულში განთავსება აღმოჩნდა, რომელიც აქამდე შეუცვლელი ლიდერი იყო.
მეორე მოულოდნელობა - დიდი ბრიტანეთის მიერ პოზიციების მოულოდნელი დათმობა გახდა - „ბრექსიტის“ შემდეგ, როგორც ჩანს, ბრიტანეთს ხილის იმპორტიორების მოზიდვა და მათთან საქმიანი კომუნიკაცია გაუჭირდა. შედეგად, დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტებში, ხილ-ბოსტნის განყოფილებაში სულ უფრო ხშირად იყო ცარიელი თაროები.
მესამე მოულოდნელობა - რუსეთის პოზიციების მკვეთრი ვარდნა. 2023 წლის შედეგებით, ქვეყანა ტოპ-10-დან გასვლის საშიშროების წინაშე დადგა, რადგან ადგილობრივების მსყიდველობითუნარიანობა დაეცა.
პორტალის მკვლევარების დასკვნით, ხილ-ბოსტნეულის გლობალური იმპორტი დოლარში წელიწადში 4,2%-ით იზრდება, რაც 5.8 მლრდ დოლარს შეადგენს. მათივე ვარაუდით, ამ მონაცემების გათვალისწინებით, ხილისა და ბოსტნეულის გლობალური იმპორტი ამჟამად საერთოდ არ იზრდება.
საქმე კი იმაშია, რომ ეს ტემპები წლიურ საშუალო ინფლაციას შეესაბამება, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და მსოფლიო ეკონომიკის შენელებას ნიშნავს, რადგან წინა ხუთწლიან პერიოდში ხილ-ბოსტნეულის იმპორტის ტემპი ინფლაციას წელიწადში 3 პროცენტული პუნქტით უსწრებდა.
ტენდენციები, რომლებიც შეგვიძლია იმპორტის ტენდენციების ზრდას მივაწეროთ, ქვემოთ მოცემულ გრაფიკაშია ნაჩვენები:
გრაფიკაზე ყურადღებას იპყრობს ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად ზრდის იმპორტს 33%-ით და 5 წლის შედეგების შემდეგ, ნომინალური იმპორტის ზრდის მხრივ მსოფლიოს უმსხვილეს იმპორტიორთა ოთხეულში შევიდა - ეს არის ვიეტნამი. იმპორტის ასეთი სწრაფი ზრდა განპირობებულია საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ზედიზედ სატარიფო და არასატარიფო ბარიერებით შემოიფარგლებოდა.
ვიეტნამის ბაზრისთვის ხილისა და ბოსტნეულის ძირითადი მომწოდებლები არიან ჩინეთი, ახალი ზელანდია, აშშ, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და სამხრეთ კორეა. ევროპელ მომწოდებლებს შორის დიდი უპირატესობით საფრანგეთი ლიდერობს.
რაც შეეხება ქვეყანაში მთავარ იმპორტირებულ პროდუქტს, ეს არის ვაშლი. ყველაზ მეტ ფულს აქ სწორედ ვაშლის შეძენაში ხარჯავენ. მას მოსდევს სუფრის ყურძენი, მანდარინი, ხახვი, ნიორი, სხვადასხვა სახეობის კომბოსტო, სუფრის კარტოფილი, სტაფილო და ნესვი.
ტოპ 5-ში, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო გაყიდვების ბაზარი კვლავ აშშ-ია.
რაც შეეხებათ ქვეყნებს, რომლებიც იმპორტს ამცირებენ, რუსეთის გარდა არიან ჰონ-კონგი, იაპონია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბელგია, ინდონეზია და დიდი ბრიტანეთი.