ფრანგი მსახიობი, ალენ დელონი, რომელიც 18 აგვისტოს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, ღვინის კოლექციონერი და მწარმოებელიც კი იყო.
შამპანურისა და ბურგუნდიული ღვინის მოყვარულმა ალენ დელონმა 2011 წელს თავისი პირადი კოლექციის ნაწილი გაყიდა კიდეც, რითიც 250 ათასი მლნ ევრო გამოიმუშავა.
Le Figaro-ს ცნობით, ალენ დელონი ღვინის და, უპირველეს ყოვლისა, შამპანურის სიყვარულით ცნობილი იყო. 1980 წელს მან საკუთარი ცქრიალა ღვინოც კი გამოუშვა. მსახიობმა პარტნიორობა Bricout-ის სახლთან გააფორმა, რომ საკუთარი სახელის შამპანური, Champagne Alain Delon გამოეშვა.
ამასთან, ალენ დელონი ღვინის კოლექციას 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდა, რომელშიც მრავალი უნიკალური ეგზემპლარი შედიოდა. მათ შორის მისი დაბადების, 1935 წლის ღვინოებიც შედიოდა. 2011 წელს, როცა მსახიობმა კოლექციის ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა, მისი სარდაფიდან ათასი ბოთლი აუქციონზე ცნობილ პარიზულ რესტორან Fouquet's-ში გაიტანეს. ლოტებს შორის იყო ღვინოები, Chateau Lafite-Rothschild, Chateau Mouton Rothschild, Chateau Latour, Chateau Cheval Blanc და Chateau Petrus, ასევე, ალენ დელონის საყვარელი მეღვინეობა Romanee-Conti-ის ღვინოები.
გაყიდვებმა პროგნოზირებულ 100 ათას ევროს მეტად გადააჭარბა და საბოლოოდ 250,4 ათასი ევრო შეადგინა. კერძოდ, პირველი Grand Cru Class A-ს მხოლოდ ექვსი ბოთლი ღვინო 20 ათას ევროდ გაიყიდა. გასაყიდად გამოტანილი ლოტების სიაში, ასევე, რამდენიმე იშვიათი კონიაკი და ვისკი ფიგურირებდა. აუქციონმა მრავალი კოლექციონერი მიიზიდა.
თუმცა, პრემიუმ-კლასის ღვინოების გარდა, ლოტებს შორის რამდენიმე ხელმისაწვდომი ღვინოც იყო. მაგალითად, 1984 წლის Chateau La France-ის თითო ბოთლი აუქციონზე 5-10 ევროდ გაიყიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ