არაბიკას ჯიშის ყავა მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელ ბრაზილიაში ბოლო 43 წლის ყველაზე ძლიერი გვალვის გამო გაძვირდება.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების ეროვნული ცენტრის (CEMADEN) მონაცემებით, მაისიდან აგვისტომდე ბრაზილიის ძირითად სასოფლო-სამეურნეო რაიონებში 1981 წლის შემდეგ ყველაზე მშრალი ამინდი დაფიქსირდა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გვალვა ყავის ისტორიაში,“ - აცხადებს კომპანია RR Consultoria Rural-ის დირექტორი, რეჯის რიკო.
პროგნოზის მიხედვით, კიდევ ორი კვირა არ მოწვიმავს, რა პერიოდშიც, როგორც წესი, ყავის ხეები ყვავის.
„თუ ყვავილობას პრობლემები შეექმნა, რა ამინდიც არ უნდა დადგეს, დანაკარგი მაინც იქნება,“ - აცხადებს StoneX-ის ანალიტიკოსი, ფერნანდო მაქსიმილიანო.
ცნობისთვის: წლის დასაწყისიდან არაბიკა-ყავის ფიუჩერსები უკვე 30%-ზე მეტად გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ