ქრთამის აღების ფაქტზე ადიგენის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ადიგენის გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმანში გივი ყულჯანიშვილი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ყულჯანიშვილი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. შესაბამისი ნებართვისა და პროექტის გარეშე ორი სარეკლამო ბანერის განთავსების სანაცვლოდ, მან მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 400 აშშ დოლარი და 1200 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მინდინარეობს, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.