100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარის რეგიონზე მასალები გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარის რეგიონზე მასალები გამოაქვეყნა.

მათივე ცნობით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ, რომლებმაც აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/ მიმართულებები მოინახულეს.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/ მიმართულებები მოინახულეს, ადგილზე დაესწრნენ ფოლკლორ შოუსა და აჭარული კერძები დააგემოვნეს.

მიმდინარე წელს, აჭარაში ასევე იმოგზაურა ბრიტანელმა, დანიელმა, ესტონელმა, ლატვიელმა, ლიეტუველმა, იტალიელმა, ინდოელმა, ჩინელმა, ყაზახმა, თურქმა, ებრაელმა, არაბმა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა და ინფლუენსერებმა, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ონლაინ სივრცეში მილიონობით წვდომა ჰქონდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, 30-ზე მეტი მედიატურის ფარგლებში 100-მდე უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. გარდა მედიატურებისა, აჭარის რეკლამირება სხვადასხვა ფორმით 24-მდე სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

NS