Galt&Taggart-მა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8%-მდე გაზარდა. იქამდე კი ეკონომიკის 7%-იან ზრას პროგნოზირებდა.
Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილება იანვარ-ივლისში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის ტემპიდან გამომდინარეობს.
„2024 წლის ივლისში რეალური მშპ 13.0%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 7.5%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.7%-ით გაიზარდა.
ივლისში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაცია და კომუნიკაციების, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მხოლოდ ენერგეტიკის დარგში.
იანვარ-ივლისში დაფიქსირებული მოსალოდნელზე ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.0%-მდე გავზარდეთ წინა 7.0%-დან“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.