ევროპული უმსხვილესი ბანკები წელს 50 მილიარდ ევროს ($56 მილიარდი დოლარი) დაუბრუნებენ აქციონერებს, რაც რეკორდულანაზღაურებასწარმოადგენს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, იაპონიის კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი საგრძნობლად ნელდება.
„ნავთობის ფასები ვარდნას განაგრძობს OPEC+-ის მიერ ოქტომბრიდან წარმოების გაზრდის გეგმების ფონზე.
ჩინეთის დამოკიდებულება საწარმოო სექტორსა და ექსპორტზე, რათა შეარბილოს ქონების ბაზრის დაღმასვლის ზეგავლენა ფართო ეკონომიკაზე, ნაკლებად ეფექტიანიხდება,“- აღნიშნულია მიმოხილვაში.