100-ზე მეტმა ინფლუენსერმა და ჟურნალისტმა აჭარაზე მასალები  გამოაქვეყნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს უზბეკი ჟურნალისტები დაინფლუენსერები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ტურისტულღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარის ბუნება, ტურისტული ადგილები/მიმართულებები მოინახულეს, ადგილზე დაესწრნენ ფოლკლორ შოუსა და აჭარულიკერძები დააგემოვნეს.

მიმდინარე წელს, აჭარაში ასევე იმოგზაურა ბრიტანელმა,დანიელმა, ესტონელმა, ლატვიელმა, ლიეტუველმა, იტალიელმა, ინდოელმა, ჩინელმა,ყაზახმა, თურქმა, ებრაელმა, არაბმა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა დაინფლუენსერებმა, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ონლაინ სივრცეშიმილიონობით წვდომა ჰქონდა. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, 30-ზე მეტიმედიატურის ფარგლებში 100-მდე უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. გარდამედიატურებისა, აჭარის რეკლამირება სხვადასხვა ფორმით 24-მდე სამიზნე ქვეყანაშიმიმდინარეობს.

NS