საქართველოში „ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ”კანონი ამოქმედდება

საქართველოში „ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ”კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

როგორც გეგმაშია აღნიშნული, ახალი კანონი მოქალაქეთა ღირსეულად დაბერების დამატებით სამართლებრივ გარანტიებს გააჩენს ქვეყანაში.

„ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება უზრუნველყოფს ხანდაზმულთა უფლებების ეფექტიან რეალიზებას და გააჩენს მათი ღირსეულად დაბერების დამატებით სამართლებრივ გარანტიებს. ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ხელს შეუწყობს შესაბამისი მიდგომების საფუძველზე ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს მათთვის შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას,“ - აღნიშნულია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში.

მეტი დეტალი თუ რას გულისხმობს კანონი, მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი გასაჯაროვდება.

თაია არდოტელი