წელს აგვისტოში, გასული წლის იგივე თვესთან შედარებით, თვითმფრინავით მგზავრობა 31%-ით გაძვირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, სამომხმარებლო ფასების წლიურ მონაცემებშია აღნიშნული.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გაძვირებულია სპექტაკლზე დასწრება - 8.3%-ით, კინოსეანსზე - 6.8%-ით, ატრაქციონი 7%-ით, სასტუმროს მომსახურება 6.6%-ით, ხოლო მუზეულის ბილეთი -6.3%-ით.
ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.