წელს ეროვნულმა ბანკმა 288.5 მლნ აშშ დოლარი იყიდა, ხოლო 219.8 მლნ დოლარი გაყიდა, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.
„მაღალი სავალუტო შემოდინების ფონზე, სებ-მა 2024 წლის ივლისში 1.9 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით.
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 68.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (შეისყიდა 288.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაყიდა 219.8 მლნ აშშ დოლარი),“- აღნიშნულია მიმოხილვაში.