თურქეთმა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წარმომადგენელმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გვინდა გავხდეთ BRICS-ის წევრი. პროცესი დაწყებულია“, - ციტირებს მედია ჩელიკს, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, როდის გაიგზავნა განაცხადი.
მისივე თქმით, დამატებითი დეტალები შედეგების გაჩენის შემდეგ გახდება ცნობილი.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ივლისში განაცხადა, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი BRICS-ს „სხვა სტრუქტურების ალტერნატივად“ არ განიხილავს.
BRICS-ი არის სახელმწიფოთა არაფორმალური ჯგუფი, რომელიც აერთიანებს რუსეთის ფედერაციას, ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ 2023 წლის 24 აგვისტოს განაცხადა, რომ სრულუფლებიან წევრებად მიწვეულები არიან : არგენტინა, ირანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. მოგვიანებით არგენტინამ გაწევრიანებაზე უარი განაცხადა.
BRICS-ის შემდეგი სამიტი 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება.