რუსეთის საზღვართან დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენა იგეგმება - ღირებულება 2.5 მლნ ლარია

საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-1) თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 213-ე კმ-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა.

საავტომობილო გზების მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 541 962 ლარია. ტენდერი 3 სექტემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 2 ოქტომბერს დაიწყება და 7 ოქტომბერს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა ავტობანთან მიერთებული კვანძიდან ამომავალი გზის ნაწილობრივი ჩაწყვეტა. გეოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჩაწყვეტა გამოიწვია მიწისქვეშა წყალმა და ძირითადი გრუნტის ზედაპირის დახრა მდ. ყვირილას კალაპოტისაკენ.

დოკუმენტების თანახმად, პროექტით გათვალისწინებულია ჩაწყვეტილი გზის მონაკვეთის მოჭრა და აღდგენა გრუნტის შეცვლით და მის გასწვრივ ქვედა ნაწილში რკინაბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა.

ამასთანავე, პროექტით გათვალისწინებულია სადრენაჟო სისტემის მოწყობა.

მერი ტაბატაძე