„პირველად 2022 წლის დასაწყისის შემდეგ - ივლისში, თვიურ ჭრილში, უძრავ ქონებაზე უცვლელი ფასები დაფიქსირდა,“ - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.
„2024 წლის ივლისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაუმჯობესდა, თუმცა მაინც შესუსტებული რჩება 2024 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით. შედეგად ფასების ზრდა შენელდა და 2022 წლის დასაწყისის შემდეგ ივლისში პირველად დაფიქსირდა უცვლელი ფასები თვიურ ჭრილში.
შესუსტებულმა მოთხოვნამ ასევე იმოქმედა მიწოდებაზე - ივნისი/ივლისის პერიოდში ნებართვების გაცემა მკვეთრად შემცირდა, წლიურად 58.2%-ით და 40.3%-ით, შესაბამისად.
მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები სავარაუდოდ ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას,“- აღნიშნულია მიმოხილვაში.