ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციისთვის New Road-ი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა

მთავრობამ შპს New Road-ი 2025 წლის 9 დეკემბრამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. განკარგულების თანახმად, გათავისუფლების მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტის შეუფერხებლად განხორციელებაა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაუდასტურეს, კომპანია წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესასრულებლად გათავისუფლდა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას მიეცა უფლება, ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთისა და ბეშმის ადმინისტრაციულ ერთეულებში 198 701 მეტრ კუბი სასარგებლო წიაღისეული მოიპოვოს.

ამასთანავე, new road-მა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გასათავისუფლებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 596 103 ლარის გადახდა დაეკისრა. ლიცენზიის გათავისუფლების პერიოდის გასვლიდან 2 კვირის ვადაში მოპოვებული წიაღისეულის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინოს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის აღნიშნულია კომპანია. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, რომ New Road 2010 წელს დარეგისტრირდა. მისი გენერალური დირექტორი გიორგი კირვალიძეა. რაც შეეხება მესაკუთრეს, კომპანიის წილების 100%-ს დავით ჟღენტი ფლობს.

მერი ტაბატაძე