თანამდებობის პირები პენიტენციურ დაწესებულებაში, ვისაც ხუთნიშნა ხელფასი აქვს

მთავრობამ პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების შესახებ განკარგულება დაამტკიცა. განკარგულება მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

დოკუმენტების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში პენიტენციურ სამსახურში დასაქმებულებისთვის გაიცემა 109 400 000 ლარის ოდენობის შრომითი ანაზღაურება.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტი თანამდებობრივი სარგო პენიტენციური დაწესებულების დირექტორს აქვს და თვეში 11 372 ლარს შეადგენს. გენერალური დირექტორის სარგო კი 10 507 ლარს უტოლდება.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, პენიტენციურ სამსახურში თვიურად ხუთნიშნა თანამდებობრივი სარგო შემდეგი თანამდებობის პირებს აქვთ:

  • გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე - 10 321 ლარი;
  • გენერალური დირექტორის მოადგილე - 10 268 ლარი;
  • დეპარტამენტის დირექტორი - 10 268 ლარი;
  • დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - 10 149 ლარი.
მერი ტაბატაძე