მხოლოდ ერთ თვეში, ივლისში, სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ - 147 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში კი - 1031.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ივლისში შესული საჩივრიდან 140 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 6 - სალომბარდე სესხებს, 1 კი - საკრედიტო ბარათს.
რაც შეეხება პრეტენზიების ხასიათს, აღნიშნული საჩივრებიდან 139 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 5 - საპროცენტო შენატანებზე, 16 - სხვა გადასახდელებზე, 1 - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 146-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ხოლო 1-ის შემთხვევაში განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე 164 სესხის გამცემი სუბიექტი ოპერირებს.