ფოთის პორტის განცხადებით, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“/“ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ უერთდება სასტიპენდიო პროგრამას და დააფინანსებს სოციალური დახმარების მოსარგებლე 5 სტუდენტს, რომელთაც გააჩნიათ 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა.
„თუ ხარ ფოთელი, სარგებლობ სოციალური დახმარების პროგრამით და წელს ჩაირიცხე უმაღლეს სასწავლებელში, სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" / "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" გაძლევს შანსს, მოიპოვო სწავლის საფასურისა და ნაწილობრივ, საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსება 4 წლის განმავლობაში.
სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" / "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" უერთდება პარტნიორი ორგანიზაციების: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამას და დააფინანსებს სოციალური დახმარების მოსარგებლე 5 სტუდენტს, რომელთაც გააჩნიათ 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა“-ნათქვამია ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/h2brs
განაცხადები მიიღება ონლაინ ფორმის ან ელ-ფოსტის - Scholarship@amcham.ge საშუალებით.
აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა: 15 სექტემბერი, 2024.