მდიდარი ქალების რეიტინგში ახალი მილიარდერი დაწინაურდა - ვინ მოხდვა Top-10-ში

Walmart-ის ქონების მემკვიდრე ალისა უოლტონი 89.2 მლრდ დოლარით მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდა და სიის სათავეში მყოფი L'Oréal-ის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერი “ჩააჩოჩა“.

Bloomberg-ის მიხედვით Walmart-ისა და L'Oréal-ის მემკვიდრეების ქონება 95 მილიარდი დოლარი და 91 მილიარდი დოლარია.

Forbes -ის მიხედვით კი უოლტონი ახლა 89.2 მლრდ დოლარს ფლობს. ფრანსუა ბეტანკურ მეიერი კი 88.2 მლრდ დოლარს. აღსანიშნავია, რომ მისი ქონება 1.5 მილირდი დოლარით არის შემცირებული.

ალისა უოლტონი, Walmart-ის დამფუძნებლის სემ უოლტონის ქალიშვილია. ალისამ საცალო ქსელის გიგანტის 13%-იანი წილი მემკვიდრეობით მიიღო.

მსოფლიოს უმდიდრესი ქალების ათეული ასე გამოიყურება:

  • ელის უოლტონი - 89.2 მილიარდი დოლარი
  • ფრანსუა ბეტანკურ მეიერსი- 88.2 მილიარდი დოლარი
  • ჯულია კოხი - 74.2 მილიარდი დოლარი
  • ჟაკლინ მარსი - 47.6 მილიარდი დოლარი
  • სავიტრი ჯინდალი - 39.4 მილიარდი დოლარი
  • რაფაელა აპონტე-დიამანტი - 34.8 მილიარდი დოლარი
  • მაკკენზი სკოტი - 34.2 მილიარდი დოლარი
  • აბიგაილ ჯონსონი - 31.3 მილიარდი დოლარი
  • ჯინა რაინჰართი - 31.2 მილიარდი დოლარი
  • მერილინ სიმონსი და ოჯახი- 31 მილიარდი დოლარი

თეონა რამაზაშვილი