წლევანდელ ზაფხულს რუსების დასასვენებელი მარშრუტი 6 ძირითად მიმართულებას მოიცავდა: აფხაზეთი, თურქეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ტაილანდი. მათი 90% სწორედ ამ ქვეყნებში გადანაწილდა - ამის შესახებ რუსული მედია ტურისტულ კომპანიების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
პირველ ადგილზე, კონკურენტებისგან დიდი სხვაობით, თურქეთია. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ანალიტიკური სამსახურის მონაცემებით, ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, რუსებმა ამ ქვეყანაში დაახლოებით 2.75 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის ზაფხულთან შედარებით 7,8%-იან ზრდას წარმოადგენს.
2024 წლის ზაფხულში გამავალი ტურისტული ნაკადის მხრივ მეორე ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთია (საქართველო). წინასწარი შეფასებით, ამ ზაფხულს ტურისტული ნაკადი აქ გასული წლის დონეზე დარჩა. ბევრი ტუროპერატორისთვის, ზაფხულის თვეებში აფხაზეთის გაყიდვებმა მცირე კლებაც კი აჩვენა, დაახლოებით 2-4%-ით.
რაც შეეხება დანარცენ საქართველოს, რუსებისთვის საყვარელი მიმართულებების 10-ეულში მოხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს, აზერბაიჯანსა და დსთ-ს ქვეყნებს ზაფხულის განმავლობაში ტურისტული მიზნებისთვის 180 ათასი მოგზაური ეწვია.
რაც შეეხება ფასებს, ტუროპერატორების საერთო მონაცემების მიხედვით, ამ ზაფხულს გაყიდული ფრენებით პაკეტური ტურების საშუალო გადასახადი ერთ ადამიანზე აფხაზეთში 750 დოლარს შეადგენდა. ამავე მონაცემებით, რუსები დარჩენის საშუალო ხანგრძლივობაა 8 ღამეს შეადგენდა.