ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების წილი იზრდება

ფიზიკურ პირებზე კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა პირველი ივნისისთვის გასულ წელთან შედარებით 1 მილიარდ 724 მილიონი ლარით (33%-ით) გაიზარდა და 6 მილიარდ 844 მილიონი ლარი შეადგინა. წლიური ზრდის ტემპმა 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

სამომხმარებლო სესხების მოცულობა 22,3%-ით გაიზარდა და 2,3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ კრედიტებს, ზრდა აქ გაცილებით მაღალი იყო - 30,6%. მისმა მოცულობამ კი 2 მილიარდ 987 მილიონ ლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების წილი საბანკო კრედიტების საერთო მოცულობაში 2007 წლიდან 2015 წლამდე 30%-დან 48%-მდე გაიზარდა.

ბელა ნოზაძე