BMW და Toyota წყალბადზე მომუშავე ავტომობილებს ერთობლივად აწარმოებენ

BMW წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვას ოთხი წლის შემდეგ დაიწყებს, რომ ეს ტექნოლოგია ელექტრომობილების ალტერნატივად აქციოს.

ინფორმაციას Bloomberg ავრცეცლებს.

BMW ამ პროექტში Toyota Motor-თან თანამშრომლობს. სერიული წარმოება 2028 წელს იგეგმება, ხოლო იმავე წელს წყალბადზე მომუშავე BMW-ის ერთ-ერთი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი. BMW და Toyota წყალბადის სიმძლავრეების ერთობლივ განავითარებას ორივე ავტომწარმოებლის მოდელებში გამოსაყენებლად გეგმავენ. ისინი მოელიან, რომ სათადარიგო ნაწილების ერთობლივი განვითარება და შესყიდვა ხარჯის შემცირებას ხელს შეუწყობს, ტექნოლოგიას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

Bloomberg წერს, რომ მართალია, BMW ტექნოლოგიაზე წლების განმავლობაში მუშაობს, მაგრამ ასეთი ავტომობილები მაღალი ხარჯისა და წყალბადის საწვავის ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო ბაზარზე მასობრივად ვერ დაინერგა. ბაზარზე ასეთი ავტომობილების ვარიანტებიდან მხოლოდ Toyota Mirai და Hyundai Nexo-ა. Bloomberg-ის თანახმად, გასულ წელს წყალბადის ავტომობილების გლობალურმა გაყიდვებმა მხოლოდ 9,000 ერთეული შეადგინა.

BMW წყალბადის iX5-ის SUV-ს (სპორტულ უნივერსალს) მცირე რაოდენობით 2023 წლიდან ტესტავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ ციპსი აცხადებს, რომ წყალბადის ძრავები შესაძლოა, BMW-ის ელექტრომობილების ხაზის, Neue Klasse-ის ვარიანტი გახდეს, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება.

წყალბადის ავტომობიელბის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ტექნოლოგია ეფექტური იქნება რეგიონებში, სადაც ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურა განუვითარებელია. ასეთი ავტომობილები წყალბადს ელექტროენერგიის წარმოებისთვის წვავს და მხოლოდ წყალს გამოყოფს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ